STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ცრუ ბრალდება თუ მწარე სიმართლე? – მორიგი ინციდენტი ზუგდიდის მეხუთე საჯარო სკოლაში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეხუთე საჯარო სკოლა ისევ სკანდალში ეხვევა. ამჯერად ყურადღების ცენტრში არა ამ სკოლის დირექტორი, არამედ, ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი და სკოლის პედაგოგი დოდო ქაროსანიძეა.

როგორც STV-ს, მეხუთე საჯარო სკოლის მე7-ე ბ კლასის მოსწავლეთა მშობლებმა აცნობეს, გუშინ ადგილი ჰქონდა ინციდენტს, როცა კლასის დამრიგებელმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები ჯერ გალანძღა, მოგვიანებით კი საკლასო ოთაში ჩაკეტა.

“გუშინ ადგილი ჰქონდა ინციდენტს, როცა ქალბატონმა დოდომ მთელი სკოლის თანდასწრებით ბავშვები უშვერი სიტყვებით გალანძღა. ეძახოდა დაუბანლებს და სუნიანებს, რის შემდეგაც მან საკლასო ოთახი გასაღებით ჩაკეთა და ბავშვებს უთხრა, იჯექით ახლა ამ სუნში და იყნოსეთო. ეს 21-ე საუკუნეში არის სამარცხვინო ფაქტი”-აცხადებს STV-თან ერთ-ერთი მშობელი.

ლ.წ-ს განცხადებით, როგორც კი გაიგო ინციდენტის შესახებ, მან სოციალურ ქსელში წერილი მიწერა კლასის დამრიგებელს და გააპროტესტა მისი ქმედება.

“მე მას წერილი მივწერე სოციალურ ქსელში და ბუნებრივია გავაპროტესტე ეს მარაზმი. ჩემთან ერთად აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს კიდევ სხვა მშობლებმაც. ქალბატონმა დოდომ კი ნაცვლად ბოდიშის მოხდისა დირექტორთან დამიბარა მეც და ის მშობლებიც, რომლებმაც პროტესტი მხოლოდ ამ ფორმით გამოვხატეთ”,-აცხადებს ლ.წ

STV მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგს და ამავე სკოლის მე-7-ე  ბ კლასის დამრიგებელს დოდო ქაროსანიძეს დაუკავშირდა. ქაროსანიძე უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ეს უბრალოდ მის მიმართ მიზანმიმართულად აგორებული კამპანიაა.

“მე არ ვიცი რატომ და რისთვის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მე გეტყვით როგორც იყო. გეოგრაფიის მასწავლებელმა დამიძახა და მითხრა, რომ კლასში უცნაური სუნია და გაკვეთილს ვერ ჩაატარებდა. როცა კლასში შევედი ვნახე, რომ მოსწავლეებიც რვეულებს იქნევდნან და უბრალოდ ვერ დავადგინეთ რისი სუნი იყო. მე არავისთვის შეურაცხყოფა არასოდეს მიმიყენებია. ეს არავის არ ახსოვს. მე ამ სკლოაში 40 წელია ვმუშაობ და მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ეს უბრალოდ “შანტაჟისტი” მშობლების მოგონილია”-აცხადებს დოდო ქაროსანიძე და იქვე იმასაც დასძენს, რომ ეს ყველა მშობლის აზრი არ არის. არარსებული ფაქტი მხოლოდ სამმა მშობელმა “გააპროტესტა”.

STV მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორს დოდო ცქვიტაიასაც დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქმეში უფრო დეტალურად ხვალ გაერკვევა.

“ვერაფერს ვერ გეტყვით ხვალამდე. ხვალ 12 საათზე მე პირადად დავიბარე მშობლები, რომ გავერკვიო ყველაფერში. მოვისმინე ქალბატონი დოდოს პოზიცია, მაგრამ ასევე  მინდა მოვისმინო მშობლების პოზიციაც. მშობელთა კრებას ხვალ სკოლის კომიტეტიც დაესწრება. თუ გაირკვა, რომ პედაგოგია დამნაშავე, მაშინ კომიტეტის მხრიდან გაეცემა შესაბამისი პასუხი”,-აცხადებს სკოლის დირექტორი დოდო ცქვიტაია.

Related posts

თენგიზ ქობალაია ფარულ ჩანაწერებში მის მონაწილეობას ადასტურებს

რედაქტორი

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხვალ 19 თანამშრომელს დაემშვიდობება

რედაქტორი

ექსკლუზივი: სოფელ განმუხურიდან გატაცებული ორივე მამაკაცი ოჯახს დაუბრუნდა

რედაქტორი

1 კომენტარი

დარია ოქტომბერი 24, 2018 at 4:25 pm

რათქმაუნდა ცრუ ბრალდებაა.ეხლა სიტყვის თავისუფლება გვაქვსო და რაც მოადგებათ მშობლებს პირში, ეგრევე დასმენებზე გადადიან,.მრცხვენია ასეთი მშობლების. დოდო ქაროსანიძე არის უნიკალური პედაგოგი.

პასუხი

დატოვე კომენტარი