STV
არჩევნები-2018

ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ. მათი განცხადებით, ზუგდიდში ოპოზიციამ ხელისუფლება დაამარცხა და მეორე ტურზე საბოლოო გამარჯვებას მოიპოვებენ. ისინი ამ წუთებშიც ენმ-ს ზუგდიდის ოფისთან არიან შეკრებილები.

ცნობისათვის, ზუგდიდის N67 საოლქო კომისიაში შემოსული 107 უბნის მონაცემებიდან 65 უბნის მონაცემები უკვე დათვლილია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.

Related posts

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ საარჩევნო შტაბს ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისში კი – კახა კალაძე

რედაქტორი

ენმ-ს მუქარა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელის განხილვის ფონზე

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი – დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი