STV
არჩევნები-2018

ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ცესკოს-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 40.05% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს – 37.93%, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, 3705 უბნიდან დათვლილია 512 საარჩევნო უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 13.82%-ია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57 შეადგინა. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი.

Related posts

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხვალ მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდება

რედაქტორი

მირანდა მესხი – 94-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია

რედაქტორი

ზუგდიდის 67 ოლქში 107-ე უბანი დროულად და ყოველგვარი ექსესების გარეშე გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი