STV
ექსკლუზივი

კილომეტრნახევრიანი გვირაბი და საიდუმლო სამალევები სამეგრელოში

ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ საგანგებოდ გაკეთებული სამალავები აღმოჩენილია სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში. საიდუმლო სამალავი ზუგდიდის რაიონის სოფლებში ფიქსირდება, სადაც იარაღთან ერთად სპეციალური სადამსჯელო ჯგუფებიც იწვრთნებოდა. საინფორმაციო სააგენტო STV-მ სამალევაბი მიწის წვეშ აღმოაჩინა, რომელიც ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთთ სოფელში მდებარეობს. კადრები 2013 წელს არის გადაღებული.

საიდუმლო სამალავი ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რომლებიც საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტებს გიდობას უწევდნენ ფეხით რამდენიმე კილომეტრი გავიარეთ. ერთ ერთ ფერდობზე მიწის ქვეშ იმ საიდუმლო სამალავამდე მივედით, რომელიც ადგილობრივების განცხადებით ზუსტად ერთი წლის განმავლობაში კეთდებოდა. სწორედ აქ ინახებოდა დიდძალი იარაღიც.

“ჩვენ მთელი ერთი წლის განმავლობაში ვხედავდით აქ რასაც აკეთებდნენ, თუმცა რისთვის იყო ეს გვირაბი განკუთვნილი ნამდვილად არ ვიცოდით. ეს გამოქვაბული გააფართოვეს, რომელიც ზუგდიდის ერთ სოფელში იწყება და მეორე სოფელში მთავრდება. გვირაბი დაახლოებით კილომეტრნახევრიანია. დღეში რეამდენიმეჯერ გამოივლიდა აქ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები და ზოგჯერ სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებიც და რაღაცას თხრიდნენ. ბოლოს შევამჩნიეთ, რომ უღრან ტყეში პატარა ფიცრული სახლიც დადგეს, სადაც ნიღბიანები დღისითაც და ღამის საათებშიც მორიგეობდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ამ პერიმეტრს საერთოდ არ აკარებდნენ. აქედან გამომდინარე ვიცოდით, რომ რაღაც კარგად ვერ იყო, თუმცა სიტყვის თქმის უფლება მაშინ არ გვქონდა”-აცხადებს ადგილობრივი რ.ბ

ამ სახის საიდუმლო სამალავები ზუგდიდის რაიონის ბევრ სოფელშია აღმოჩენილი, რომელსაც ძირითადად ყოფილი პოლიციელები და სამხედრო პოლიციის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ხელმძღვანელობდნენ.

საიდუმლო სამალავები ძირითადად ტყის მასივებშია განლაგებული.

Related posts

“მაისამდე დიდი დროა”- ფიქრობს თუ არა ზუგდიდის ყოფილი მერი, ისევ მერობაზე?

რედაქტორი

გია გულორდავა – სახსრების ტკივილი დამეწყო და საცხოვრებლად აღმოსავლეთში მივდივარ

რედაქტორი

სანდრა რულოვსს 7 აპრილს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” წარადგენს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი