STV
რეგიონი

გერმანიის ელჩი სამეგრელოს ვიცე-გუბერნატორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ და მოადილე ნინო ვიბლიანმა გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთს უმაპინძლეს.

შეხვედრის ძირითადი თემები ოკუპირებულ აფხაზეთსა და კონფლიქტისპირა სოფლებში არსებული მდგომარეობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და რეგიონში ტურიზმის განვითარება იყო. ჰუბერტ ქნირშთმა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტები მოიწონა, რომლითაც აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობს.

,,აფხაზეთში მცხოვრებ დევნილებს, თუ ეთნიკურად აფხაზებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ გამყოფი ზოლის გადმოკვეთა და ბუნებრივია, საწყენია, რომ ეს ორმხრივი არაა. რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, 2019 წელს გაიხსნება საზღვრისპირა სოფელ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომელიც ნებისმიერი სირთულის პაციენტის მიღებას შეძლებს, ხოლო დევნილები ყველა პრივილეგიით ისარებლებენ, როგორც ეს სხვა სამედიცინო პუნქტებში ამ დრომდე ხორციელდება“ – განაცხადა ირაკლი ჯიქიამ.

Related posts

“წყარო ლეფეტერიდან” – ზუგდიდის ორ სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

რედაქტორი

დავით ფარცვანია ახალგაზრდებს ზუგდიდის ტექნოპარკში შეხვდა

რედაქტორი

ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება შვედეთის სამეფოს სტუმრობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი