STV
ახალი ამბები

პროკურორი – ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურია

“ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია,”- ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია იქნება, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა.

„ლაშა გოგია და გია გულორდავა დაკავებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მოცემულ საქმეზე სისტემატურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა ათეულობით მოწმე და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა. ჩვენ მიერ მოპოვებულია გავრცელებული ჩანაწერის ორიგინალი ვერსია, რომელზეც დაინიშნა ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოვიპოვეთ, დადასტურდა მისი ავთენტურობა. მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდგომ დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მომხდარიყო ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავება. დღეს ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები”, – განაცხადა პროკურორმა.

Related posts

ივანიშვილი – მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი

რედაქტორი

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის 95 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

რედაქტორი

ოთარ ფარცხალაძე პოლიციაში დაიბარეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი