STV
პოლიტიკა

მერიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის, საგამოძიებო უწყებას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

ყოფილი მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე მერს გია გულორდავას ბრალი გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს. მათ გამოძიება საჯარო მოხელის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატების ცნობით, ბრალდებულები ბრალდების ამ ვერსიას არ ეთანხმებიან.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ბიზნესმენს, ზურაბ კვირკვიას ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 ამერიკული დოლარი.

შეგახსენებთ, რომ მოკვლევის პროცესი სექტემბრიდან მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლაშა გოგიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდში ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

Related posts

“არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება” – მელია სააკაშვილს უპირისპირდება

რედაქტორი

ზურაბიშვილის განცხადებით ჯერ გადაწყვეტილი არ არის, სად გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია

რედაქტორი

გახარია – განურჩევლად სტატუსისა, ყველას მოეთხოვება შესაბამისი პასუხი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი