STV
რეგიონი

სენაკში, დაკეტილად გამოცხადებული მარკეტი, რეალურად ღიაა

სენაკში ჭყონდიდელის ქუჩაზე არსებული მარკეტი, რომლის მეპატრონე აცხადებდა რომ ხელისუფლებამ მარკეტი დაკეტა, რეალურად ღიაა. როგორც მარკეტის მეპატრონემ მალხაზ ყურაშვილმა განუცხადა, მიწა , რაზეც შენობა-ნაგებობა თავად ააშენა, 2010 – 2017 წლიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან აღნაგობის ხელშეკრულებით ქონდა დაქირავებული, თუმცა მას შემდეგ რაც ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა, აღარ გაუგრძელებია და საქმიანობას არაკანონიერად ახორციელებს.

მისივე თქმით, მას სენაკის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ პრობლემის მოსაგვარებლად თანხა მოსთოვეს, თუმცა თანხის ოდენობის შესახებ არაფერი უთქვამთ. მოქალაქის ბრალდებებს ცილისმწამებლურს უწოდებს საკრებულოს თავმჯდომარე კახა რუსია და აცხადებს რომ ყურაშვილს სახელმწიფოს მიმართ აქვს დავალიანება, რაც აუცილებლად უნდა გადაიხადოს. “ანუ ამბობს ვიღაცამ მოსთოვა თანხა, მაგრამ თუ რამდენი ეს არ იცის ? ტყუილია ეს ყველაფერი. მას აქვს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება, რაც უნდა გადაიხადოს. მას სურს აუაროს გვერდი ამ ბინძური მეთოდებით დავალიანების გადახდას და ამისთვის დგამს სპექტაკლებს, “-აცხადებს რუსია.

სენაკის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სოსო მორგოშია კი განმარტავს რომ მალხაზ ყურაშვილს მერიისგან ნაქირავები ქონდა ორი მიწის ნაკვეთი 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით.

“ერთ მიწის ნაკვეთზე ყურაშვილს აგებული ქონდა შენობა, რომელშიც კომერციულ აქტივობას აწარმოებდა. 2017 წლის შემდეგ მიუხედავად ჩვენს მიერ არაერთი გაფრთხილებისა თუ წერილობითი შეტყობინებისა, მან ხელშეკრულება არ გააგრძელა ფაქტობრივად უკანონოდ ფლობდა სენაკის მუნიციპალიტეტის ქონებას, რამაც წარმოშვა დავალიანება. ბატონი მალხაზი თავს არიდებდა აღნიშნული საკითხის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა არსებული დავალიანებგან თავის დაღწევას. რაც შეეხება იმას, რომ მას მარკეტი ვინმემ დაუხურა არის ტყუილი,”-განაცხადა მორგოშიამ.

ცნობისთვის, გუშინ ერთერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სენაკის მოსახლეობა მერიასა და პროკურატურას, ადგილობრივი მალხაზ ყურაშვილის მიზანმიმართულ შევიწროვებაში ადანაშაულებდა. მერიის წარმომადგენლები თითქოს ყურაშვილს, მაღაზიის ოფიციალურად გადაცემას სთხოვდნენ.

Related posts

სამეგრელოში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

რედაქტორი

ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

რედაქტორი

ზუგდიდში პროექტების მონიტორინგის ჯგუფმა სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი