STV
რეგიონი

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღი შენდება

ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბაღი შენდება. როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბაღში იფუნქციონირებს 5 ჯგუფი, რომელიც 125 აღსაზრდელს მიიღებს და შენობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება.

ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 1 167 999 ლარი იხარჯება. ცნობისთვის, ბერიას ქუჩაზე არსებული ბაღი ავარიული იყო, რის გამოც ბავშვებს კერძო სახლში, ნაქირავებ ფართში უწევთ სკოლამდელი განათლების მიღება.

სამშენებლო სამუშაოები ერთ წელიწადში დასრულდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე, 20-მდე საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი კი 2018 წელს ახალკახათში აშენდა.

Related posts

საჩინო – ჩქვალერი – ჯვარზენის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორი კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა

რედაქტორი

სენაკში ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი