STV
კრიმინალი

ზუგდიდის პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

დღეს, 4 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაკავებულ იქნა ქალაქ ზუგდიდში გიორგი ბრწყინვალის ქუჩა N 6-ში მცხოვრები 1973 წელს დაბადებული ბადრი დომენტის ძე ხუფენია, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ე.წ 7 ჩეკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.

მოცემულ ფაქტზე ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით.

Related posts

სენაკში რძის საწარმო გაქურდეს

რედაქტორი

ზუგდიდში, სოფელ ინგირის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი