STV
ექსკლუზივი

სამეგრელოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია ჩააბარებს

დაახლოებით ერთ საათში ზუგდიდს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ეწვევა, რომელიც სამეგრელოში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრებს გამართავს. შტაბის უფროსად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას წარადგენა იგეგმება. ამის შესახემ ახალი ამბების სააგენტო STV NEWS-მა ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მთავარ შტაბს და მის ხელმძღვანელს ორი მოადგილე ეყოლება. ესენი არიან ლაშა გვასალია და დავით დავითულიანი.

აღნიშნულის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ზუგდიდში შს მინისტრს წუთი წუთზე ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” შტაბს 2016 წელს ლაშა გვასალია ხელმძღვანელობდა, როცა მმართველმა გუნდა სამეგრელოს რეგიონში გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ერთ-ერთ შტაბს ზუგდიდში ასევე ხელმძღვანელობდა დავით დავითულიანი.

Related posts

ექსკლუზივი: ქრთამი თუ ჯვრისწერის საჩუქარი? – მოდავე მხარეების ბრალდებები და არგუმენტები

რედაქტორი

ლაშა გოგია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ რჩება – ზუგდიდში პარტიის დახურული შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში სამუშაოები შეწყვეტილია – ჩინური კომპანია მუშებს ხელფასებს არ უხდის

რედაქტორი

დატოვე კომენტარი