STV
ექსკლუზივი

ექსკლუზივი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მალე ახალი ვიცე-მერი ეყოლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაახლოებით ერთ კვირაში ახალი ვიცე მერი ეყოლება, რომელიც მერის მოვალეობებს მაისის თვითმმართველობის აღცევნებამდე შეითავსებს. აღნიშნული ინფორმაცია STV-ს ექსკლუზიურად ინფორმირებულმა წყარომ ადგილობრივი ხელისუფლებიდან აცნობა. წყაროს ინფორმაციით, ახალი ვიცე-მერის თანამდებობას TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის მმართველი, ზუგდიდელი გეგა შენგელია დაიკავებს.

შენგელიასთან მოლაპარაკებები პირველად გუშინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში გაიმართა. მოლაპარაკებების დეტალები STV-სთვის უცნობია, თუმცა გეგა შენგელაია სავარაუდოდ დათანხმდა მთავრობის შეთავაზებას.

STV თავად გეგა შენგელიას დაუკავშირდა, რომელმაც არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. STV-სთან მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები იყო, თუმცა დეტალურ საუბარს თავი აარიდა.

“ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა და ნუ გაუსწრებთ მოვლენებს”,-აღნიშნა შენგელიამ.

ცნობისათვის, მმართველი გუნდი გეგა შენგელიას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით ფსონი ლაშა გოგიაზე დაიდო. STV-სთვის ცნობილი გახდა, რომ გეგა შენგელია ვიცე-მერის თანამდებობას 2019 წლის მაისამდე შეასრულებს. მმართველი გუნდი მერის შუალედურ არჩევნებზე სწორედ შენგელიას კანდიდატურის დასახელებას აპირებს.

 

Related posts

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გიორგი სამუშია დააკავეს

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდის ბიბლიოთეკაში- ბელა ალანიას შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი დაუპირისპირდა

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდში სტუმრებს ელოდებიან – რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?

რედაქტორი

დატოვე კომენტარი