STV
რეგიონი

მარტვილში, სოფელ თამაკონის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

მარტვილის მუნიციპალიტეტში თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაიგება 1 160 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია კიუვეტების, რკინა ბეტონისა და ლითონის მილების მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 192 518 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. თამაკონის გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

რედაქტორი

ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონში პრობლემები შექმნა

რედაქტორი

“მითხრეს, რომ პარტიაში ჯერ არაა ფული მოტანილიო” -ენმ დარჩელში ოფისის ქირა სახლის მეპატრონეს არ გადაუხადა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი