STV
სამართალი

ზუგდიდის ყოფილი მერის საქმეზე საქალაქო სასამართლოს განჩინება დაცვის მხარემ გაასაჩივრა

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაცვის მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ლაშა გოგიას ადვოკატის, მერაბ მამულაძის განცხადებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ვერ დაასაბუთა ლაშა გოგიას პატიმრობაში დატოვების საკითხი, შესაბამისად, დაცვის მხარე გოგიას პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, თუ სასამართლო საჭიროდ ჩათვლის, დაცვის მხარე გირაოს გადახდაზეც თანახმაა.

“ლაშა გოგია გაეცნო აღნიშნული განჩინების დასაბუთებულ ნაწილს, შესაბამისად, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ სააპელაციო წესით. ჩვენი გადაწყვეტილება ექვემდებარება იმას, რომ განჩინებაში დასაბუთებული არ არის საფრთხეების არსებობა, დასაბუთებული არ არის, თუ რატომაა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და არა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უნდა გასაჩივრდეს.

ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ მის მიმართ არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული და დაკავებიდან უნდა გათავისუფლდეს. აგრეთვე, ვითხოვთ, რომ მხარეთა მონაწილეობითა და ზეპირი მოსმენით ჩაინიშნოს საქმის განხილვა. აგრეთვე, ალტერნატივის სახით სასამართლოს ვთავაზობთ, რომ (სასამართლო) თუ საჭიროდ ჩათვლის გარკვეული სახის ღონისძიება იქნას გამოყენებული პირის მიმართ, ამ შემთხვევაში, დაცვის მხარე თანხმაა, რომ გირაო გადაიხადოს”, – განაცხადა მერაბ მამულაძემ.

Related posts

მორალური და მატერიალური ზიანისთვის პროკურატურას ჯარიმა დაეკისრა -“ლენდოს” საქმე

რედაქტორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი ისევ პატიმრობაში დატოვა

რედაქტორი

მოქალაქე, რომელიც მოვალეთა ბაზაში აღმოჩნდა “საქართველოს ბანკს” თაღლითობაში ადანაშაულებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი