STV
ექსკლუზივი

კახა მიქაია ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა – რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა ?!

სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერს კახა მიქაის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო  სამეგრელოსა და  ზუგდიდის განვითარების თემას და ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

როგორც კახა მიქაია აცხადებს,  რათა არ დაბრუნდეს ის უბედურება რაც უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს  „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი იძულებულია  კიდევ ერთხელ, კვლავ  იძულებითი არჩევანი გააკეთოს და  საზოგადოებას მოუწოდებს  არ დაუშვან სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას  პირველად შევხვდი. რაც შეეხება თემატიკას, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამეგრელოს და კერძოდ ჩვენი ქალაქის ზუგდიდის განვითარების თემას, სხვათაშორის ჩვენი ხედვები დაემთხვა ერთმანეთს და ბევრ  რამეში ერთმანეთს დავეთანხმეთ, რაც ჩემთვის   ძალიან მნიშვნელოვანია.. მე ვფიქრობ, რომ ის გამოწვევები, რომელიც არის სამეგრელოში და რომელიც მას დახვდა,  მგონია   ის შეძლებს და მას აქვს ენერგია და სურვილი ამას გაუმკლავდეს.

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები დასრულდა კატასტროფულად და მას ეს გათვითცნობიერებული აქვს. ჩემი შეფასებით, ეს შედეგები გამოწვეულია წინა ხელმძღვანელობის არაკომპენტენტურობით. წინა მმართველობა გამოირჩეოდა კორუფციით და იყო დანაშაულები და ეს ყველაფერი აისახა არჩევნების შედეგებზე. რაც შეეხება არჩევნებს ძალიან რთული სიტუაციაა და შემობრუნება არის საკმაოდ ძნელი და მგონია რომ ეს  ძალიან გაუჭირდება ქართულ ოცნებას. ამიტომ, რათა არ დაბრუნდეს ის უბედურება რაც უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმს, მე იძულებული ვარ კიდევ ერთხელ – როგორც ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად კვლავ  იძულებითი არჩევანი გავაკეთო. მოვუწოდებ საზოგადოებას არ დაუშვან სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება – „დაიცავი საქართველო,“-აცხადებს მიქაია.

თავად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია კი აცხადებს რომ შეხვედრა იყო ზალიან საინტერესო და შეხვედრაზე საუბარი ბევრ მნიშვნელოვან თემას შეეხო.

Related posts

ექსკლუზივი: სამეგრელოს გუბერნატორი მინისტრად თუ ომბუდსმენად? – ვინ ჩაანაცვლებს მოწერელიას სამეგრელოში?

რედაქტორი

ექსკლუზივი: ზუგდიდში ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი დაეჯახა [ვიდეო]

რედაქტორი

ინციდენტი ზუგდიდის ბიბლიოთეკაში- ბელა ალანიას შალვა ნათელაშვილის თანაპარტიელი დაუპირისპირდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი