STV
რეგიონი

ჩხოროწყუში სრულად 2, ხოლო , ნაწილობრივ 12 საჯარო სკოლა რეაბილიტირდა

2012 წლიდან დღემდე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სრულად 2, ხოლო , ნაწილობრივ 12 საჯარო სკოლა რეაბილიტირდა.

როგორც ჩხოროწყუს მერიაში აცხადებენ, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარადა ჭოღის საჯარო სკოლას. ჭოღას საჯარო სკოლის მეორე სასწავლო კორპუსში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები სწავლობენ. სასწავლო კორპუსს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოსწავლეები სრულიად განახლებულ, თანამედროვე სტანდარტების სკოლაში აგრძელებენ სწავლას.

სკოლა აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ტექნიკით, მოეწყო სკოლის ეზო, სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, სკოლას ემსახურება სასკოლო ავტობუსი. განახლებულმა სკოლამ ბევრი ბავშვი მეზობელი სოფლებიდანაც მოიზიდა.

ამასთან, სრულად რეაბილიტირდა ასევე ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლა.სასწავლო კორპუსი, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო სრულიად განახლდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. სკოლა ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ამ ეტაპზე სოფელ კირცხში #1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები აგვისტოს თვეში დაიწყო. პროექტს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებენ .

პროექტი , გარდა შენობის რეაბილიტაციისა, სკოლის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის მარტში დასრულდება.სამუშაოებში 20-ამდე ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული, მათი რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.

ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესი ლესიჭინეს #1 საჯარო სკოლის ოჩხომურის კორპუსში გრძელდება.ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით, ბუკებითა და ტრანსპორტით.

Related posts

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე ახალი ტენდერი სექტემბერში ჩატარდება

რედაქტორი

სამეგრელოში თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ

რედაქტორი

სახელმწიფო აუდიტი ჩხოროწყუს მერიის და საკრებულოს მუშაობაზე ანგარიშს აქვეყნებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი