STV
კრიმინალი

სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს

სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სენაკის რაიონული საავადმყოფოს მედიკოსების განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ შწმოიყვანა შუახნის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მას ამ წუთებში სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შსს-ში  აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით 117 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

Related posts

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

რედაქტორი

პირი, რომელიც ზუგდიდში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, პოლიციამ დააკავა

რედაქტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი