STV
რეგიონი

სენაკის მერის ახალი მოადგილე, კახა კუპრეიშვილი დღეს შეუდგა მუშაობას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა კუბრეიშვილი მოვალეობის შესრულებას დღეს შეუდგა. მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კახაბერ კუპრეიშვილი მუშაობდა აფხაზეთის ოპერატიული დაზვერვის და შინაგან საქმეთა სამმართველოებში, ასევე სამხედრო პოლიციაში. დანიშვნამდე კი სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროსი ინსპექტორი იყო.

დაიბადა 1970 წლის 2 მაისს, ქალაქ სენაკში.

1995 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტიტი, ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაციით.

1996-2004 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს დადგენის სამმართველოში (ქალაქ ზუგდიდი) უფროსს ოპერატიულ თანამშრომლად.

2004-2005 წლებში – საქართველოს შსს სპეც. ოპერატიული დეპარტამენტის დადგენის მთავარი სამმართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის ოპერატიულ სამსახურში (ზუგდიდი) უფროს ინსპექტორად.

2005-2011 წლებში – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში – სამსახურის უფროსად.

2013-2015 წლებში – შსს სუს-ის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროს ინსპექტორად.

2015-2018 წლებში – სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროს ინსპექტორად.

2018 წლის 6 ნოემბრიდან არის სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

Related posts

ზუგდიდს მალე განახლებული ავტოპარკი ექნება

რედაქტორი

სენაკში, დაზარალებულ მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გაცემის პროცესი დაიწყო

რედაქტორი

სამეგრელოში მეფუტკრე ფერმერებს სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი