STV
კრიმინალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, გვიან ღამით, ფოთში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხას მოსთხოვა, თუმცა ფულის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან პოლიციის მისვლამდე მიიმალა.

სამართალდამცველებმა დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და თ.კ. დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related posts

პოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

რედაქტორი

ზუგდიდში, სოფელ ინგირის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

ქურდობა ხობში – წაღებულია 600 ლარი და ვერცხლის სამაჯური

რედაქტორი

დატოვე კომენტარი