STV
კომენტარი

მაია ცქიტიშვილი: ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა 2012 წელს უკან მოვიტოვეთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულში ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა “ჩვენ უკან მოვიტოვეთ 2012 წელს”. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ამ ფატქს ვერ დაგიდასტურებთ. ზოგადად, მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაწევა არის ისეთი საქმიანობა, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს. ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო საქმიანობა, რადგან ნებისმიერ სხვა დროსაც, როცა დაინტერესდებით, ნახავთ როგორ ეხმარებიან მუნიციპალიტეტები ადგილობრივებს წამლებით, პროდუქტებით და ა.შ. მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. სამაგიეროდ ვიცი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მაქსიმალურად ცდილობენ სოციალურად დაუცველებს და საკუთარ მოსახლეობას გვერდში დაუდგნენ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, ბევრი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აქვთ დაშინების ფაქტები,:

“სხვა თუ არაფერი ქალბატონი ზურაბიშვილისგანაც მოვისმინეთ მის ბრიფინგზე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილს და მასაც პირადად ემუქრებოდნენ. „ქართული ოცნების“ მხრიდან არც ამომრჩევლის მოსყიდვას, არც დაშინებას ადგილი არ ჰქონია. 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნები ჩატრდა ძალიან თავისუფალ გარემოში და არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის შეფასება ამასთან დაკავშირებით არის. მე იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნებიც იქნება ისეთივე”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Related posts

გიორგი გახარია – სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია იური მეჩითოვის ინტერვიუს გამოეხმაურა

რედაქტორი

ანი წითლიძე – არ ვამართლებ თუნდაც პროსახელისუფლებო ჟურნალისტების ლანძღვას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი