STV
ექსკლუზივი

ზუგდიდში მედიაჯგუფს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თავს დაესხნენ [ვიდეო]

ონლაინ მედია ორგანიზაცია “მეველე”-ს მოხალისეებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები თავს დაესხნენ და მუშაობის საშუალება არ მისცეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ამ ორგანიზაციის წევრებმა STV-ს რამდენიმე წუთის წინ მიაწოდეს. “მეველეს” წევრების განცხადებით, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ჩაწერას აპირებდნენ, როდესაც მოხდა მათზე თავდასხმა და მუშაობაში ხელის შეშლა.

ინციდენტის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, საკრებულოს წევრი პაატა ადამია და რამდენიმე აქტივისტი.

STV გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც მედია ჯგუფის წევრებმა ადგილზე გადაიღეს.

“მეველეს” წევრები ამ წუთებში ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოახდინეს სამართლებრივი რეაგირება და ადგილზე მიმდინარეობს გამოკითხვები.

Related posts

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის 11 თანამშრომელი გაათავისუფლეს

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი მაღაჩინოსანი დაკავებულია

რედაქტორი

ექსკლუზივი: უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი