STV
სოფლის მეურნეობა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მეგრული, უძველესი ჯიშის ვაზის ნერგები გაშენდება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მეგრული, უძველესი ჯიშის ვაზის ნერგები გაშენდება, – ამის შესახებ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ 2019 წლის ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა.

„დამთვალიერებლების, ტურისტების მოსაზიდად ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. გავაშენებთ მეგრული იშვიათი ჯიშის ვაზის ნერგებს. შეიძლება იქვე გავყიდოთ ქოთნები ყვავილებით, ბაღში გავაკეთოთ გასტრონომიული ობიექტი, სადაც ტურისტები ჩვენი კულინარიის შედევრებს დააგემოვნებენ“, – განაცხადა ქარჩავამ.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია.
მეცხრამეტე საუკუნეში გაშენებული და მოუვლელობის გამო განადგურებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია 2018წლის თებერვალში დაიწყო. ბაღის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

პროექტს მსოფლიო ბანკი ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით აფინანსებს. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია. სამუშაოები 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

Related posts

ჰოლანდიური ჯიშის ნესვი სოფელ ცაიშში ადგილობრივ ფერმერს მოჰყავს [ვიდეო]

რედაქტორი

თხილის ცუდი მოსავლის შემდეგ მოსახლეობა წელს მაღალი ხარისხის ნაყოფს იღებს [ვიდეო]

რედაქტორი

წარმატებული ფერმერი სამეგრელოდან [ვიდეოამბავი]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი