STV
მსოფლიო

“მიიღეთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო”-ემანუელ მაკრონის წერილი სალომე ზურაბიშვილს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წერილი გამოუგზავნა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგილოცოთ საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ქართველი ხალხის ერთგულება. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას.

ვსარგებლობ შემთხვევით, რათა ხაზი გავუსვა ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხსა და ხანგრძლივობას, რასაც თქვენ ასე უწყობდით ხელს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. მსურს დაგარწმუნოთ საფრანგეთის სრულ მზადყოფნაში, გააგრძელოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვიმედოვნებთ, შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, – წერს ემანუელ მაკრონი.

საქართველოს პრეზიდენტად არჩეულმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ზარს ელოდება, რომელმაც გამარჯვება წერილობით უკვე მიულოცა.

Related posts

ავიაკატასტროფას სამხრეთ სუდანში 19 ადამიანი ემსხვერპლა

რედაქტორი

ბრიტანეთი – მარიხუანას მწარმოებელი ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში

რედაქტორი

ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიიდან სარაკეტო იერიშის შედეგად, თურქი სამხედრო დაიღუპა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი