STV
სტიქია

ზუგდიდის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა

სტიქიამ ამ დროის მონაცემებით, 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, 4 დევნილთა საერთო საცხოვრებველი და 4 საჯარო სკოლა დააზიანა. ძლიერმა ქარმა განმუხურში მდებარე ამფითეატრი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიამ ასევე დააზიანა, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტრო-ენერგია არ მიეწოდებოდა სოფლების უმეტესობას, ყველა პრობლემურ ადგილზე ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარე სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტრო ენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები, სტიქიის კერებში მთელი ღამის განმავლობაში მერიის შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ.

ქარის მიერ მიყენებულ ზიანს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია სწავლობს.

საგანგებო შტაბის სხდომას მერის მოავალეობის შემსრულებელი, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის
უფროსი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმოამდგენლები დაესწრნენ.

📞 სტიქიასთან დაკავშირებით მერიაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 90 11 15; 599 72 84 74

Related posts

ფოთში სტიქია მძვინვარებს. ქარის სიჩქარე 30მ/წმ-ს აღემატება [ფოტო]

რედაქტორი

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტშიც

რედაქტორი

სეტყვამ სალხინოსა და დიდიჭყონში ადგილობრივების ნაწილის ყანები და ვენახი დააზიანა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი