STV
სტიქია

სტიქია სამეგრელოში – ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავები. ასევე, დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობებიც.

მოგლეჯილმა ხეებმა სავალი გზები ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რეგიონის 90-ზე მეტ სოფელსა და ქალაქების გარკვეულ უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების მერები და მერიების ყველა შესაბამისი სამსახური.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველთა ჯგუფები და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც. მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობას პირადად უწევს გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

Related posts

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ხობის მუნიციპალიტეტშიც

რედაქტორი

სოფელ ცაიშში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა

dima

ზუგდიდში, ძლიერმა ქარმა მრავალშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი