STV
რეგიონი

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სამეგრელოში, შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა [ვიდეო]

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ხვდებიან ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ირაკლი ჯიქია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ირაკლი თოფურია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სტიქიით დაზარალებულ აფხაზეთიდან დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ძლიერი ქარის შედეგად, სენაკის, ხობის, ფოთის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავები. ასევე, დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სკოლის შენობებიც. მოგლეჯილმა ხეებმა სავალი გზები ჩახერგა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც რეგიონის სოფლებისა და ქალაქების გარკვეულ უბნებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, მუნიციპალიტეტების მერები და მერიების ყველა შესაბამისი სამსახური. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველთა ჯგუფები და „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენლები.

მუშაობის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც.

Related posts

ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს [ვიდეო]

რედაქტორი

“მიშა გელოდებით” – ზუგდიდში ძებნილი ექსპრეზიდენტის ლექსები მოისმინეს

რედაქტორი

სპორტსმენი, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, სამეგრელო 30 მარტს დატოვა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი