STV
სტიქია

ჩხოროწყუში სტიქიის შედეგებს ითვლიან

30 ნოემბრის სტიქიის შედეგად პრობლემები შეიქმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ძლიერმა ქარმა მოსახლეობის 80–მდე საცხოვრებელ სახლს, 2 ადმინისტრაციულ შენობასა და 1 საბავშვო ბაღს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. წააქცია ხეები და ელექტრო გადამცემი ბოძები, რის გამოც, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ამ დროისთვის წაქცეული ხეებისგან გაწმენდილია გზები და აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება ყველა სოფელში, გარდა ნაკიანისა, აქ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ამ დრომდე იმყოფება და ეცნობა არსებულ მდგომარეობას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა. დაზარალებულ მოსახლეობას გაეწევა დახმარება. სტიქიის გამო მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია საგანგებო შტაბი.

Related posts

სოფელ ცაიშში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა

dima

სტიქია სვანეთში – განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და ინფრასტრუქტურა

რედაქტორი

ძლიერმა ქარმა და წვიმამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი