ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სენაკის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ურიდიას ქუჩაზე არსებულ დევნილთა კორპუსში. დაზიანებულია სახურავი და ელექტროგადამცემი ბოძები. როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი აცხადებს, ამ წუთებში მიმდინარეიბს გადახდილი სახურავების ბრიზენტებით დაფარვა და აღდგენითი სამუშაოები.