STV
კრიმინალი

თბილისში უკრაინის 5 მოქალაქე, მათ შორის დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო დააკავეს

თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე, გამთენიისას, სპეცრაზმი და სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, სადაც უკრაინის 5 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები ამავე ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “ალიანსში” 27 ნოემბერს შევიდნენ. ასევე, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სავარაუდოდ დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედრო ლუკა ჩხეტიაც არის, რომელიც თბილისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ბატალიონ “დონბასის” წევრის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახი ვარაუდობს, რომ მის შვილს იარაღი ჩაუდეს. დაკავებულის მამის, სერგო ჩხეტიას ინფორმაციით, მის შვილს იარაღი არ ჰქონია. ამის საჭიროება არ იყო დღეს, იარაღით გამოსულიყო. ის მის თანამებრძოლებთან ერთად ჩამოვიდა, რათა მშვიდობიან აქციას შეერთებოდა.

ოჯახი ხელისუფლებას მიმართავს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ლუკა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი კარვების აქციას შეუერთდება.

“თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს”-განუცხადეს შსს-ში STV-ს.

Related posts

აბაშის რაიონის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს თავს დაესხნენ

რედაქტორი

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

რედაქტორი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი