STV
კრიმინალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული ჩ.ო. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს.

Related posts

ზუგდიდში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

რედაქტორი

სამეგრელოში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

რედაქტორი

სოფელ ინგირში რესტორანი ” სამეფო” გაქურდეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი