STV
რეგიონი

ზუგდიდში სტიქიით შედეგად დაზიანებული დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიით შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. გუბერნატორის მოადგილე, ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელ ირაკლი თოფურიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლის – რუხისა და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს ესტუმრა და აქტიურად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა სოფელ რუხის ე.წ. “მე-8 ატეკისა” და სოფელ ოქტომბრის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს სახურავები მთლიანად გადახადა. შენობების აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

Related posts

სანდრა რულოვსი: “ზეგ კვერცხების შეღებვის დღეა და აქტიურად ჩავერთვები” [ვიდეო]

რედაქტორი

სენაკში შემორჩენილი ბორანი, რომელიც რიონზე მოძრაობს და ორ სოფელს აკავშირებს [ვიდეო]

რედაქტორი

ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი