STV
რეგიონი

სენაკში, დაზარალებულ მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გაცემის პროცესი დაიწყო

სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ლიკვიდაციის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში დაწყებულია დაზარალებულ მოსახლეობაზე სამშენებლო მასალების გაცემის პროცესი, რომელიც 214 საცხოვრებელი სახლისა და მრავალბინიანი კორპუსის დაზიანებული სახურავების აღსადგენადაა განკუთვნილი.

ქალაქის ტერიტორიაზე და ყველა ადმინისტრაციული ერთეულის დაზარალებული მოსახლეობისთვის დღეს მიმდინარეობდა შიფერის, თუნუქის, ალუმინის, ხის მასალის გაცემის პროცესი, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას გადასახური მასალა ადგილებზე მიუტანეს.

ორდღიანი ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების, მრავალბინიანი კორპუსების დაზიანებული სახურავების აღდგენისა და დევნილთა დასახლების გადახურვის სამუშაოები მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია მერის პირველ მოადგილესთან ერთად ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

რედაქტორი

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

რედაქტორი

ფოთში, უკმაყოფილო მეთევზეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი