STV
რეგიონი

ზუგდიდში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლებებზე ისაუბრეს

ზუგდიდში საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და საპენსიო რეფორმის მნიშვნელობასა და დაგროვებითი საპენსიო რეფორმის მახასიათებლების შესახებ ისაუბრეს. როგორც სააგენტის ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა ახალი საპენსიო რეფორმის შესახებ, თუმცა დაჩქარებულ რეჟიმში ეს პრობლემა აღმოიფხვრება.

მისივე თქმით, ახალი კანონი უკვე ძალაშია, ხოლო კანონის ზოგიერთი პუნქტები რომლებიც ითვალისწინებს შენატანების ადმინისტრირებას ძალაში პირველი იანვრიდან შედის.

რაც შეეხება ზოგადად რეფორმას, სურგულაძე ამბობს რომ რეფორმას აქვს ორი მნიშვნელოვანი უპირატესობა, პირველი ის რომ უზრუნველყოფს მომავალში ადამიანების ღირსეულ სიბერეს და ასევე უახლოეს მომავალში ეს ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კაპიტალის გაჩენას, რაც ეკონომიკის ზრდაში აისახევა. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Related posts

მოწერელია – არანაირი დაპირება, საუბარია კონკრეტულად ღონისძიებებზე, რისი გატარების საშუალებაც გვაქვს

რედაქტორი

სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახში  ჩხრეკა ჩატარდა

რედაქტორი

სენაკის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვების ბლოკების მონიტორინგი განხორციელდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი