STV
რეგიონი

საკვებ პროდუქტები სოციალურად დაუცველებს – ზუგდიდის მერიამ ახალი სოციალური პროგრამა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს პირველად სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი პროექის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების კვებით უზრუნველყოფა’’ დაიწყო. პროგრამა ადმინისტარციულ ერთეულებში მცხოვრები განსაკუთრებით მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობების მქონე პირების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას ითვალისწინებს.

413 ოჯახი პროგრამის ფარგლებში მერიისგან ერთჯერადად საკვებ პროდუქტებს: შაქარს, ფქვილს, ზეთს, კარტოფილს, მაკარონსა და ხახვს მიიღებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დახმარების გაცემა 4 დეკემბერს დაიწყო და ის ეტაპობრივად განხორციელდება.

ამ დროისთვის საკვები პროდუქტები 170-მდე ბენეფიციარს მიეწოდა.

Related posts

ხობში, „ღია შეხვედრებზე“ დასმული ამბულატორიის პრობლემა მოგვარდა

რედაქტორი

,,ოკუპაციით წართმეული უფლება”- სამუშაო შეხვედრა სენაკში

რედაქტორი

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ერთი პირი დააკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი