STV
რეგიონი

“პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა [ფოტო]

სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული ზუგდიდის, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში დაასრულა.

“პრაიმედის” ქსელში შემავალი, სამედიცინო დაწესებულებების წამყვანმა სპეციალისტებმა სტუდენტებისთვის გამართეს ლექცია-სემინარი თემაზე:”დავასრულოთ შიდსის ეპიდემია”.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა სტუდენტებთან ინტერაქტიულუ გამოკითხვა აღნიშნულ თემაზე.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა გაიარეს უფასო ტესტირება აივ ინფექციაზე.

ცნობისათვის, სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” შიდსთან ბრძოლის კვირეული 30 ნოემბერს დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები და ტესტირება ჩაუტარდათ ქალაქ ჯვარის მოსახლეობას და ასევე, დარჩელის სამედიცინო ცენტრმა უმასპინძლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქვედა ზონის სოფლების მოსახლეობას.

Related posts

ზუგდიდის მერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

რედაქტორი

თენგო ქობალიას ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდში აქციას მართავენ

რედაქტორი

გიორგი შენგელია ჩხორიაში ადგილობრივებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი