STV
სპორტი

სენაკის ,,ეგრისი’’ ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონია

სასტუმრო ,,ვერსალში’’, საქართველოს ფეხბურთის 30-ე რეგიონალური ლიგის ჩემპიონის – სენაკის ,,ეგრისის’’ ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე, ფედერაციის, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოების ცერემონიალზე ხაზი გაესვა იმ ადამიანების თანადგომას, რომლებიც გვერდში ედგნენ ,,ეგრისს’’ და თავიანთი მხარდაჭერითა და ქველმოქმედებით წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში.

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ,,ეგრისის’’ კაპიტანს ირაკლი ქობალიას, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს, სპეციალური პრიზი გადასცა. საფეხბურთო კლუბის სახელით სპეციალური თასით დაჯილდოვდა ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი ხვიჩა ნადარეიშვილი. ,,ეგრისის’’ ყველა ფეხბურთელი ასევე დაჯილდოვდა მედლებითა და პირველი ხარისხის სიგელებით.

Related posts

ზუგდიდელი, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მორიგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

რედაქტორი

ფოთში, რაგბის სტადიონ პარკი “არენაზე” 18 წლამდელ აღმოსავლეთის და დასავლეთის მორაგბეთა მატჩი გაიმართა

რედაქტორი

ხობელი ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი