STV
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, ათონელის 25-ში შეუდგება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან, 17 დეკემბრიდან ათონელის 25-ში შეუდგება, რომელიც ორბელიანებს ეკუთვნოდა.

6000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა 150 ადამიანზეა გათვლილი. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გაცილებით ნაკლებ ფართში, თითქმის მესამედი თანამშომლებითა და შემცირებული ბიუჯეტით იმუშავებს, როგორც ითქვა, უფლებამოსილების შესაფერისად.

აბდუშელიშვილის 1-ში მდებარე ავლაბრის რეზიდენციის კლიმატი და ენერგია თავის დროზე ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტებისთვისაც მიუღებელი იყო

ავაბრის სასახლეზე, როგორც საპრეზიდენტო სივრცეზე უარის თქმით, ხელისუფლება ხარჯების დაზოგვას ელის. რეზიდენციის მხოლოდ კომუნალური ხარჯი წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონი ლარია. შენობის გასხვისების იდეას მმართველი გუნდი თითქმის გამორიცხავს.

ერთ-ერთი ვერსიით შენობა შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ დაიკავოს. სასამართლოს თავმჯდომარეს იდეა მოსწონს, თუმცა როგორც ამბობს, საკითხი ოფიციალურ პირებთან ამ დრომდე არ განხილულა.

Related posts

ბიძინა ივანიშვილი – რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია – ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს

რედაქტორი

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

რედაქტორი

გიორგი გახარია – პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეფექტურად და მკაცრად

რედაქტორი

დატოვე კომენტარი