STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია ფოთის სამკერვალო ფაბრიკას ეწვია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილი” დაათვალიერა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში, პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში გაიხსნა და საექსპორტო სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 900-მდე მოქალაქეა დასაქმებული. როგორც საწარმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, სულ 3000-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლიათ, რომლებიც, თავდაპირველად, სპეციალურ კურსებს თურქი სპეციალისტების დახმარებით გაივლიან. დასაქმებულების ტრანსპორტირებას ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

სამკერვალო ფაბრიკა დღეში 20 ათასამდე ერთეულ სპორტულ სამოსს აწარმოებს. პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით იკერება და მისი რეალიზაცია ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე ხდება.

ფაბრიკაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 25 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ “აჭარა ტექსტილის” მიერ შეკერილი ფორმა აცვია, წარწერით “Made in Georgia”.

Related posts

ჩხოროწყუში რეკორდული სიდიდის სულუგუნი დაამზადეს

რედაქტორი

წალენჯიხელ პოლიციელს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე მხოლოდ ორი პაციენტი რჩება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი