STV
კრიმინალი

შსს-მ ფოთში “ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის ბრალდებით 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული ნ.ხ. და 2002 წელს დაბადებული ლ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ხ.-მ და ლ.ბ.-მ ფოთში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისში ფარულად შეაღწიეს, საიდანაც მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Related posts

ზუგდიდის პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

რედაქტორი

ზუგდიდის პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქისგან 45 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი ამოიღო

რედაქტორი

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი