STV
კომენტარი

წულუკიანი მურუსიძეზე – არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მითუმეტეს არ მომწონს მისი გამუდმივება

“რაც შეეხება ლევან მურუსიძის გუშინ გამუდმივებას, მან სრულიად მართალი ბრძანა -არც მანამდე მომწონდა მისი მოსამართლეობა და მითუმეტეს არ მომწონს მისი გამუდმივება თუ ვინმე მეკითხება მე. ეს არის ჩემი სუბიექტური მინისტრისა და მოქალაქის აზრი- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნის ფაქტს.

მისივე თქმით, მურუსიძემ მართალი ბრძანა მაშინ როცა ბრძანა რომ ქართული კონსტიტუციური მოდელი გულისხმობს იმას რომ ჩვენთან იუსტიციის მინისტრი არავითარ კავშირში არ არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ეს არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო.

“მე არ გახლავართ ის მინისტრი რომელიც ცდილობს კონსტიტუცია დაარღვიოს და აკონტროლოს მოსამართლეები.ამიტომაც ის სამი ტალღა რეფორმების , რომლებმაც გააძლიერა მოსამართლეები, გააძლიერა ყველას უფლებების დაცვა. გულოსხმობს თავისუფლებას, მაგრამ გულისხმობს იმას, რომ ეს თავისუფლება განოიყენონ პროგრესისთვის და გადაიყვანონ მართლმსაჯულება უკეთესობისკენ”-აცხადებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

Related posts

გიორგი გახარია: იაგო ნებიერიძე საგამოძიებო ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას

რედაქტორი

მაია ცქიტიშვილი: ამომრჩევლებზე ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა 2012 წელს უკან მოვიტოვეთ

რედაქტორი

სანდრა რულოვსი – მიშა ყოველთვის ეფერება ჟურნალისტებს და უყვარს [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი