STV
რეგიონი

დღეს ზუგდიდის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა

ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 34, 500.0 ათასი ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დამტკიცებას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ევროპული საქართველოდან და ნაციონალური მოძრაობიდან მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, ბიუჯეტი მოსახლეობის საჭირბოროტო თემებზე არ არის მორგებული და თანხის დიდი ნაწილი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ საკითხებზე იხარჯება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, ახალი ბიუჟეტი ხალხზეა მორგებული და მათი მთავარი პრიორიტეტი სოციალური მიმართულება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლებაა.

სხდომას დეპუტატებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს სამეგრელო ზემო სვანეთის წარმომადგებელმა არჩილ თოდუამ განაცხადა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა, რაც მისასალმებელია. მისივე თქმით, ბიუჟეტი არ არის პროგრამული და შესაბამისად ამ ნაწილში არსებული შეწორებები საკრებულომ არ გაითვალისწინა.

Related posts

ჭუბერის მოსახლეობას თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ლევან დავითაშვილი შეხვდნენ

რედაქტორი

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საპროტექსტო აქცია კვლავ გამართეს

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერი სოფელ ახუთისა და ლეწურწუმეს უბნებში მოსახლეობას შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი