STV
რეგიონი

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩემს ზუგდიდს და ზუგდიდელებს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალი წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას,სულიერ სიმშვიდეს, წინსვლასა და ულევ წარმატებებს. თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, 2019 წელი ყოფილიყოს ყოველივე საუკეთესოს მომტანი.

ვულოცავ ახალ წელს ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, ჟურნალისტებს, ჯარისკაცებსა, პოლიციელებს, ყველას, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს სამშობლოს.

ასევე, განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში არ იმყოფება. ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას.

შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას და აღვადგენთ ურთიერთობებს და ერთად ვიზეიმებთ დღესასწაულებს.

ასევე ვულოცავ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების, რომლებიც ხშირად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ დღესასწაულებზეც კი დასვენების გარეშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!

პატივისცემით,
საქართველოს პარლამენტის წევრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია.

Related posts

ფოთის ყოფილ მერს გამოძიება ხუთი მუხლით ედავება

რედაქტორი

150-მდე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი დილით, ზუგდიდიდან თბილისისკენ გაემგზავრა

რედაქტორი

ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი