STV
სამართალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდოს” ყაჩაღობაში ბრალდებულს სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს” დაყაჩაღებაში ბრალდებულ პირს, რომელიც ზუგდისის მერიის თანამშრომელია, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი წლით შინა პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღევანდელ სხდომაზე მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მიიღო. ბრლადებულმა ილია გოგილავამ ბრალი აღიარა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო” 31 დეკემბერს დააყაჩაღეს.

დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ილია გოგილავა დააკავეს.

იგი ზუგდიდის მერიის ააიპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრის” ყოფილი თანამშრომელია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სადაც ცენტრის დირექტორი ნოე პერტაია აღნიშნავს, ილია გოგილავას ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს დაუმთავრდა. მისივე თქმით, შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დღეს, ის მერიის თანამშრომლად ითვლებოდა.

Related posts

სამეგრელოში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

რედაქტორი

ზუგდიდის საარჩევნო კომისიის მეოცე უბნის თავმჯდომარემ ყოფილ პროკურორს უჩივლა

რედაქტორი

ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი