STV
რეგიონი

ფოთში ადმინისტრაციულ შენობაზე, დაწესებულებებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გამოიფინა

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ფოთში ადმინისტრაციულ შენობაზე, დაწესებულებებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გამოიფინა.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, თეთრ ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს, იერუსალიმს განასახიერებს.

სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მიიღეს, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

 

Related posts

სოფელ ზედაეწერში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

რედაქტორი

გეგა შენგელიამ სოფელ გრიგოლიშში დაჭრილი მამაკაცი მოინახულა [ვიდეო]

რედაქტორი

ზუგდიდის მერიაში დევნილთა საკითხებზე იმსჯელეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი