STV
კონფლიქტი

დეფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გამო ზუგდიდის უნივერსიტეტში სტუდენტები ვერ დადიან

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესს 12 სტუდენტი ვერ ესწრება, ხოლო უმაღლესი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე დასკვნით გამოცდებს მხოლოდ ერთი ვერ აბარებს.

ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია აცხადებს.

მისივე თქმით, ამის მიზეზი დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაა.  როგორც ხუფენია განმარტავს, ყველა სტუდენტი, რომელიც ამის გამო სასწავლო პროცესს ვერ ესწრება, უნივერსიტეტი სპეციალურ გრაფიკს, ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას შესთავაზებს, რათა სწავლის შედეგები, შეუფერხებლად განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს.

დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი H1N1 ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტა 11 იანვარს ჩაკეტა.

Related posts

აბიტურიენტი ოკუპირებული გალიდან: “ორმა მოსწავლემ კიდევ სცადა ამ გზით წამოსვლა, თუმცა ვერ მოახერხეს და დაიჭირეს”

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ღორის გრიპის სამი შემთხვევა დაფიქსირდა

რედაქტორი

ოტობაიადან გატაცებული ლევან ძანძავა ირაკლი კვარაცხელიას დაკავების ერთ-ერთი მოწმეა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი