STV
რეგიონი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები აქტიურად იმართება

საერთო კრებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის და შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია დაესწრნენ.

ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ მხარი დაუჭირა გარე განათების და მოსაცდელის მოწყობას. შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში კი ადგილობრივებმა – სიჭინავების უბანში წყალმომარაგების დაქსელვის, საზარანდიოს უბანში სანიაღვრე არხის მოწყობის და შამადელას უბნის წყალმომარაგების პროექტები აირჩეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

Related posts

ზემო ქვალონში ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

რედაქტორი

სოფელ რუხში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]

რედაქტორი

მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი