STV
რეგიონი

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციამ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. მათი განცხადებით, სტაციონარული მკურნალობის პროგრამას 15 ათასი ლარი მოაკლდა და ახალშობილი ოჯახების დახმარებას კი 3 ათასი ლარი.

ისინი ასევე მოითხოვენ, ერთჯერადი მატერიალური დახმარების აღდგენას, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ამ შემთხვევაში ვერ ვიტყოდი, რომ სოციალურ პაკეტს მოაკლდა თანხები. წინასწარ ვერანაირად ვერ გავთვლით, თუ რამდენ ადამიანს დასჭირდება სტაციონარული მკურნალობა, ამიტომ წლის ბოლოს ხდება კორექტირება და ვამატებთ სტაციონარული მკურნალობისთვის თანხებს. ჩვენ რამდენიმე წლის წინ უარი ვთქვით ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, რადგან გადანაწილების პრინციპი იქნებოდა რთული, რადგან ყველა სოციალურად დაუცველზე იქნებოდა გადასანაწილებელი, რისი საშუალებაც ბიუჯეტს არა აქვს“, – აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ჩხოროწყუს უფასო სასადილოსა და ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნენ

რედაქტორი

საშობაო ალილო სენაკის მუნიციპალიტეტში

რედაქტორი

ჯგალისა და ნაკიფუს საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი