საფეხბურთო გუნდი “ხობის კოლხეთი” ხვალ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წინ დახმარების მოთხოვნით საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. როგორც ფეხბურთელებმა STV-ს განუცხადეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიისგან არ იქნა ქმედითი ნაბიჯები გადადგმული გუნდის გადასარჩენად.
“ხობელებო, მეგობრებო, ხობის “კოლხეთის” გულშემატკივრებო, დღეს გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, მოგეხსენებათ გუნდს მძიმე პერიოდი უდგას, მიუხედავად ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრების არაერთი ქმედებისა გუნდი ამ დრომდე კრიზისში რჩება, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არიქნა ქმედითი ნაბიჯები გადადგმული გუნდის გადასარჩენად და ყველაფერი იქითკენ მიყავთ ხობში ერთ ერთი მთავარი და ღირებული საფეხბურთო კლუბი “კოლხეთი ხობი” დახურონ.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ადგილობრივ მთავრობას, დაგვიდგნენ გვერდში და ერთად თქვენთან ერთდ, დავუბრუნოთ “ხობის კოლხეთს” ძველი ღირსება. აქიდან გამომდინარე თითეულ გულშემატკივარს გთხოვთ ხვალ 12 საათზე მობრძანდეთ ქ.ხობის მერიასთან. მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით გადარჩება ხობის კოლხეთი,”-აცხადებენ ფეხბურთელები.