STV
რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში არსებულ ვითარებს გაეცნო

ალექსანდრე მოწერელია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში არსებულ ვითარებს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახლმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია თავად მიიღო და დახმარებას დაჰპირდა.

ხურჩაში მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა – სოფლის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დარბაზის რეაბილიტაციას, ასევე შიდა გზებსა და შარტავას ქუჩაზე ხიდ-ბოგირის მოწყობას. მოსახლეობამ შეხვედრაზე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც დაასახელა, რომელის მოგვრებაც ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება.

სოფლის კრების დასრულების შემდეგ ალექსანდრე მოწერელია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები, უხუცესების არველოდ ნაჭყებიას და ვალერიან თორიას ოჯახებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.

ხურჩაში დასახლების საერთო კრებას სახელმწიფო რწმუნბულთან ერთად, მისი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

-ზემო სვანეთის სახლმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესს დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია თავად მიიღო და დახმარებას დაჰპირდა.

ხურჩაში მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა – სოფლის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დარბაზის რეაბილიტაციას, ასევე შიდა გზებსა და შარტავას ქუჩაზე ხიდ-ბოგირის მოწყობას. მოსახლეობამ შეხვედრაზე სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც დაასახელა, რომელის მოგვრებაც ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება. სოფლის კრების დასრულების შემდეგ ალექსანდრე მოწერელია, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები, უხუცესების არველოდ ნაჭყებიას და ვალერიან თორიას ოჯახებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.

ხურჩაში დასახლების საერთო კრებას სახელმწიფო რწმუნბულთან ერთად, მისი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ესწრებოდნენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

Related posts

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართა

რედაქტორი

სახელმწიფო რწმუნებული სოფელ ბაღმარანში ადგილობრი მოსახლეობას შეხვდა

რედაქტორი

სანდრა რულოვსი – წიგნში 90-იან წლებში რა სიტუაცუაც იყო ის აღვწერე

რედაქტორი

დატოვე კომენტარი