STV
რეგიონი

სოფელ ნაგებერაოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.

სკოლის თანამედროვე შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი. სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.

სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს განხორციელებულა.

Related posts

ბრაიან კინგი – USAID Zrda ხელს შეუწყობს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას რეგიონში

რედაქტორი

სენაკის მერის წარმომადგენლებთან აზიურ ფაროსანაზე ისაუბრეს

რედაქტორი

მერობის კანდიდატი კლიპებით ერთობა – რულოვსი კონკურენტის საპასუხოდ მორიგ კლიპს იღებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი